„თიბისი“ ბანკის სათავო ოფისში, ორშაბათს „თიბისი“ ბანკის აქციონერები - ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD, IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია,
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, DEG (Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft mbH) გერმანული ბანკის KfW-ს განვითარების
ორგანიზაცია და ჰოლანდიური განვითარების ბანკი FMO (Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V.) – სხვა აქციონერებთან ერთად, ხელს მოაწერენ „თიბისი“ ბანკის კაპიტალის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებას.
ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია, მომავალი წლების განმავლობაში „თი ბი სი“ ბანკის შემდგომ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

















