საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც საგადასახადო
დავების განხილვის საბჭოს მუშაობაზე, საზოგადოების კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის დეტალები მედიისთვის დღეს გახდება ცნობილი.
ინიციატივის დეტალებს ჟურნალისტებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე გააცნობს.

















