ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე, დღეს, 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა 3 კომერციულმა ბანკმა მიიღო. მთლიანმა მოთხოვნამ კი 7 520 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ის მინიმალური - 6.770%, მაქსიმალური - 6.970%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.866% დაფიქსირდა.

















