ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, დღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს
სტეფენ ჰაიკინს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგო ბიუროს ხელმძღვანელს დენიელ სტეინს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ს საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ოფისის უფროსი ალან მელტზერიც დაესწრო. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობასა და USAID-თან 2010 წელს გაფორმებული „ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების“ შესახებ ისაუბრეს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა აშშ-ს დელეგაციას, სამინისტროს ენერგოპოლიტიკა გააცნო. შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგო ბიუროს ხელმძღვანელმა დენიელ სტეინმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაღრმავების კუთხით. ასევე, ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას და სამხრეთ-ენერგეტიკული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

















