ფინანსთა სამინისტროში, დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გარდა ფინანსთა მინისტრისა, კიდევ 6 სამინისტროს პირველი პირი დაესწრება.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის
წევრებისათვის, მსოფლიო ბანკი დოკუმენტის - „სახელმწიფო ხარჯების ანალიზი - ხარჯების მართვა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის“, პრეზენტაციას გამართავს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების,ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
შეხვედრა 13 : 00 საათზე გაიმართება.

















