ფინანსთა სამინისტროში, დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გარდა ფინანსთა მინისტრისა, კიდევ 6 სამინისტროს პირველი პირი დაესწრება.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის
წევრებისათვის, მსოფლიო ბანკი დოკუმენტის - „სახელმწიფო ხარჯების ანალიზი - ხარჯების მართვა მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის“, პრეზენტაციას  გამართავს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების,ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. 
შეხვედრა 13 : 00 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












