სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა პარლამენტარებს მთავრობის მიერ დასახული გეგმები გააცნო და ახალ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
პრესსამსახურის ცნობითვე, დეპუტატები საირიგაციო არხების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტით დაინტერესდნენ, რომელიც სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. ისაუბრეს აგრეთვე ევროკავშირის ახალი პროექტის შესახებ, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს დასახმარებლად 40 მილიონი ევროს გამოყოფას გულისხმობს.
კირვალიძემ შეხვედრაზე რეგიონების მიხედვით დაგეგმილ სამუშაოებსა და საგაზაფხულო ხვნა-თესვის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, მექანიზაციის პროექტის ფარგლებში, კვალიფიკაციას 500-მდე მექანიზატორი აიმაღლებს.

















