საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, დღეს გერმანიის აღმოსავლეთ კომიტეტის ბიზნეს დელეგაციას შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ბიზნესწრეებს შორის ახალი პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, გერმანულ დელეგაციას გერმანიის აღმოსავლეთ კომიტეტის დირექტორი, პროფესორი რაინერ ლინდნერსთი და გერმანელი ბიზნესმენები.
„გერმანელმა კოლეგებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოსადმი. განსაკუთრებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა. ბევრ საინტერესო პროექტზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის პროექტებში გერმანული მხარის მონაწილეობაზე. საქართველოში მალე ვიგრძნობთ ამ შეხვედრების შედეგს - გერმანელი ინვესტორები დიდი სიამოვნებით დააბანდებენ კაპიტალს საქართველოში“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
რაინერ ლინდნერსთის განცხადებით კი, გერმანული მხარის განსაკუთრებით მაღალი დაინტერესება ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ტექნოლოგიების და სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვის სფეროებშია.
დელეგაციის ვიზიტის მიზანს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესწავლა, ბიზნესის განხორციელების კუთხით მდგომარეობის გაცნობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

















