მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 1 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აუქციონში მონაწილეობა 3 კომერციულმა ბანკმა მიიღო. მთლიანმა მოთხოვნამ კი 7 520 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ის მინიმალური - 6.150%, მაქსიმალური - 6.450%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.283 პროცენტი დაფიქსირდა.

















