აბაშაში დღეს „ლიბერთი ბანკი“-ს  გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი არველაძემ, ბანკის ახალი ფილიალი გახსნა,
რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც გაუწევს.
ლიბერთი ბანკის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აბაშის ფილიალში თითქმის ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო გზავნილების სისტემით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა, კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა ოპერაციები იქნება შესაძლებელი.
პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, 2011 წელს ლიბერთი ბანკმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში,  13 ახალი სერვის  ცენტრი გახსნა მათ შორის- თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში. 287 სერვის ცენტრისა და მომსახურების წერტილის, ასევე 100-მდე ლიბერთი ექსპრესის მობილური სერვის ცენტრების მეშვეობით, ლიბერთი ბანკი ქვეყნის მოსახლეობის 1.4 მლნ ფიზიკურ და 55 ათას იურიდიულ პირს ემსახურება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












