ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ფერის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა,
დღეს ახლადაშენებული ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 2“ მოინახულეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ხადორი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევიდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 35 მლნ კვტ/საათს შეადგენს.
ჰესის მშენებლობაში 5 მლნ ევროს ოდენობის ქართული ინვესტიცია იყო ჩადებული. „ხადორი 2 ჰესი“ ერთადერთი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც 2000 წლიდან დღემდე აშენდა.

















