ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე დღეს, 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები  გაიყიდა.  
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ კი 5 000 000 ლარი  შეადგინა. დაფიქსირდა მინიმალური - 10.450%, მაქსიმალური - 11.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.605%   საპროცენტო განაკვეთები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












