საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კომუნალური ტარიფების 10 პროცენტით შემცირებას ვარაუდობს. 
ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ  წინასაარჩევნო პროგრამაში ტარიფების განახევრება არ გვეწერა.  მე აქტიურად ვმონაწილეობ ტარიფების საკითხის გადაწყვეტაში და დიდ დროს ვუთმობ მას. ეს პროცესი, როგორც ელექტროენერგიასთან, ისევე გაზთან დაკავშირებით საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, რომ ტარიფების დაწევას  მინიმუმ 10 პროცენტით მოვახერხებთ. განახევრება ნამდვილად ვერ  მოხერხდება, მაგრამ ტარიფები 10 პროცენტით ან მეტით აუცილებლად შემცირდება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












