logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კომპანია „პიონერი“ სათესლე სიმინდთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
კომპანია „პიონერი“ სათესლე სიმინდთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
11:45 27.11.2012
ამერიკული გიგანტი კორპორაცია „პიონერი“, სათესლე სიმინდთან დაკავშირებით ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით გადაცემულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს და ოფიციალური წერილის საშუალებით განმარტებას აკეთებს.

როგორც სქარველოში „პიონერის“ ოფიციალურ დისტრიბუტორ კომპანია „კარტლისში“ აცხადებენ, ტელეკომპანია „კავკასიით“, გადაცემა „სპექტრის“ ეთერში პიონერის სათესლე სიმინდის შესახებ მრავალ სხვა მცდარ ინფორმაცისთან ერთად ნათქვამი იყო, რომ საქართველოში აღნიშნული სიმინდი ჰოლოგრამიანი შეფუთვის გარეშე იყიდება, რამაც მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა.

კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, წერილში განმარტებულია, რომ საქართველო არ განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ფალსიფიკაციის რისკფაქტორების ჯგუფს განეკუთვნებიან. შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე სათესლე სიმინდი ჰოლოგრამიანი შეფუთვით არ შემოდის.

„სიმინდი ჰოლოგრამიანი შეფუთვით მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის მზადდება, სადაც მათი ფალსიფიკაციის საფრთხე არსებობს. ასეთი ქვეყნებია მაგალითად რუსეთი და უკრაინა. სათესლე მარცვლეულის ჰიბრიდები მთელ მსოფლიოში ევროპასა და ამერიკაში მდებარე ქვეყნებში იწარმოება, მათ შორის კანადაში, აშშ-ში, თურქეთში, ხორვატიასა და სხვა ქვეყნებში. ამ ქვეყნებში მდებარე ქარხნებში სიმინდის სხვადასხვა ჰიბრიდს ვაწარმოებთ. ჰოლოგრამიანი შეფუთვით საქართველოსა და ევროპის ბაზრებზე სათესლე მასალა მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოგვაქვს, როცა იმავე ჰიბრიდულ ჯიშს რისკფაქტორის მქონე ქვეყნებისთვისაც ვაფასოებთ. ასეთ დროს მთელი პარტია ჰოლოგრამიან შეფუთვაში ფასოვდება და ყველა ქვეყანაში რისკფაქტორის ჯგუფშია იგი თუ არა, ასეთი დაფასოებით ვრცელდება“- აცხადებენ კომპანია „პიონერის“ მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს ხანებში საქართველოს „პიონერის“ შვეიცარიის ოფისის სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პაოლო მარჩესინი ეწვევა, ადგილზე გაერკვევა შექმნილ ვითარებას და ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის მოსაზრებას საზოგადოებას გააცნობს.

„პიონერი“ ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას მედიის საშუალებით გეგმავს. მათ უკვე შეადგინეს ოფიციალური წერილი, რომელიც ქართულ პრესასა და მედიაშიც გამოქვეყნდება. წერილში განმარტებულია, თუ როგორ და რა მექანიზმით ხდება პროდუქციის ჰოლოგრამიან შეფუთვაში დაფასოება და რატომ არის გადაცემაში მოყვანილი ფაქტები მცდარი. რაც შეეხება კომპანია „კარტლისის“ პოზიციას, „მიგვაჩნია, რომ ასეთ სპეციფიურ საკითხებზე კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა ისაუბრონ და არ უნდა მისცენ თავს უფლება მცდარი ინფორმაციით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. თუ მათ სურთ მართლაც ობიექტურად იმსჯელონ, შეუძლიათ ასეთ საკითხზე კონსულტაციისთვის მოგვმართონ ან ჩვენ, ან თვითონ კომპანია „პიონერის“ შვეიცარიის ოფისს, რომელიც საქართველოს კურირებს და რომელიც ლუგანოშიმდებარეობს და არა რუსეთში, როგორც ეს გადაცემაში ითქვა“-აცხადებს კომპანია კარტლისის დირექტორი რობერტ რევია.

კომპანია „კარტლის“–ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა“) 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით, სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა