სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“-ში დღეს, ლონდონის საფონდო ბირჟის კონფერენცია გაიმართება, სადაც მოხსენებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარსდგება.  
ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია შეეხება ლონდონის კაპიტალის ბაზრების შესახებ საკითხებს, ასევე, განხილული იქნება უკანასკნელი საჯარო შეთავაზების ტენდენციები და კაპიტალის მოძიების შესაძლებლობები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ განვითარებად ბაზრებზე.
სამინისტროს ინფორმაციითვე, სპიკერები ლონდონის საფონდო ბირჟიდან -  KPMG, Dechert და კაპიტალის ბაზრის სხვა ექსპერტები დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ შეხედულებებს შემდეგ საკითხებზე - ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე-Premium GDR&AIM, აუდიტორიის და ანგარიშების წარმომდგენი ბუღალტერიის როლი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაშვების მოთხოვნები და სამომავლო პასუხისმგებლობა, ღია სააქციო საზოგადოების მედია პროფილი და ფინანსური კომუნიკაციები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












