2012 წლის იანვარ-ოქტომბერში პერიოდის მაჩვენებლების თანახმად, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის კვლავ თურქეთის რესპუბლიკა ლიდერობს.  
სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან 1293 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში  ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის  65 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში კი თურქეთის შემდეგ აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, ბულგარეთი, იტალია  და სომხეთი შედიან.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












