logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ლიბერთი ბანკი“ და „მაგთიკომი“ მომხმარებლებს ერთობლივ სერვისს სთავაზობს
„ლიბერთი ბანკი“ და „მაგთიკომი“ მომხმარებლებს ერთობლივ სერვისს სთავაზობს
16:24 22.11.2012
„ლიბერთი ბანკი“ და „მაგთიკომი“ მომხმარებლებს ერთობლივ სერვისს სთავაზობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ და მაგთიკომის გენერალურმა დირექტორმა, დევიდ ლიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„მობილური ბანკინგი (ანუ საბანკო ანგარიშის მართვა მობილური ტელეფონით) საქართველოში
უკვე რამოდენიმე ბანკს აქვს დანერგილი. მათ შორის არის ლიბერთი ბანკის S მარტივი
მობილური აპლიკაცია. მაგრამ დღემდე მობილური ბანკის გამოსაყენებლად აუცილებელი იყო
ძვირადღირებულ iPhone, ან Android სმარტფონებზე შესაბამისი აპლიკაციის დაინსტალირება.

ახლა გაჩნდა ალტერნატივა: SmartPay არის ლიბერთი ბანკისა და მაგთიკომის ახალი
ინოვაციური პროდუქტი - მობილური ბანკი ყველასთვის. ეს არის ნებისმიერ მობილურ ტელეფონზე ხელმისაწვდომი მოსახერხებელი და უსაფრთხო საბანკო მომსახურება.

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გახსნას Sმარტივი ანგარიში ლიბერთი ბანკში და ანგარიშის
გახსნისას მიუთითოს თავისი მობილურის ნომერი (მაგთი, ბალი ან ბანი). ამის შემდეგ,
Sმარტივი ანგარიშის მართვა შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებით. კერძოდ,
მომხმარებელი შეძლებს: გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, შეავსოს როგორც საკუთარი,ისე სხვა აბონენტის მობილური ტელეფონის ბალანსი, შეამოწმოს Sმარტივი ანგარიშის ბალანსი,გადარიცხოს თანხა სხვა Sმარტივი ანგარიშზე, გადარიცხოს თანხა საკუთარ eMoney ელექტრონულ საფულეზე და პირიქით.

იმ მომხმარებლებს, რომელსაც აქვთ Sმარტივი ანგარიში და მაგთის მობილური ნომერი დღეიდან უკვე შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა. არ არის საჭირო რამე აპლიკაციის დაყენება,უბრალოდ აკრიფეთ *555#OK და მიყევით მარტივი მენიუს ბრძანებებს. მაგთის ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ჯერ არ აქვს Sმარტივი ანგარიში, შეუძლია თავის ტელეფონზე აკრიფოს *555#OK და მენიუში აირჩიოს ”Sმარტივის ნიკის დარეზერვება”, შემდეგ შეიყვანოს მისთვის სასურველი ნიკი (ანუ Sმარტივი ანგარიშის სახელი), ანგარიშის გახსნის პროცესის დასრულება შესაძლებელია ვებსაიტიდან www.smartivi.ge ან ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

დეტალური ინფორმაციის გაგება SmartPay-ის მომსახურების შესახებ შესაძლებელია ვებ გვერდზე www.smartpay.ge ან მაგთიკომის და ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში“ - ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა