2012 წლის 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ კი 10 020 000 ლარი შეადგინა. აუქციონზე შემდეგი საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა: მინიმალური - 8.090%, მაქსიმალური - 8.500%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.337 პროცენტი.

















