"ლიბერთი ბანკმა" Sმარტივის მომხმარებელს ახალი პროდუქტი - მობილური ბანკი შესთავაზა.
Sმარტივი "ლიბერთი ბანკის" საბანკო ანგარიშია, რომელზეც პლასტიკური ბარათია მიბმული. მისი მეშვეობით 80-ზე მეტი გადასახადის გადახდა შეიძლება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლიბერთი ბანკის" სამერჩანტო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა არჩილ მელიქაძემ განაცხადა, დღეიდან, Sმარტივის მომხმარებელს გადასახადების გადახდა მობილური ტელეფონის მეშვეობითაც შეეძლება. ამისთვის, ტელეფონი ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე უნდა მუშაობდეს. უახლოეს მომავალში კი, გადახდა, ნებისმიერი მოდელის ტელეფონით იქნება შესაძლებელი.
მისი განცხადებით, 2010 წლიდან დღემდე, Sმარტივს 185 000 მომხმარებელი ჰყავს.

















