ბრიტანულმა ავიაკომპანიამ „ბრითიშ ეარვეისმა“ რეგულარური რეისების შესრულება თბილისი-ლონდონის მიმართულებით ოფიციალურად დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, ზამთრის განმავლობაში ავიაკომპანია ქართველ მგზავრებს ლონდონის მიმართულებით ყოველდღიურ რეისებსა და ფისროუს აეროპორტიდან სხვადასხვა მარშრუტებზე მარტივ და მოსახერხებელ კავშირებს შესთავაზებს .
„ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ავიახაზები საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა, ნიშნას იმას, რომ კომპანიამ წარმატებით შეიერთა ბაზარზე უკვე არსებული ავიაკომპანია ბმი. ქართველ მგზავრებს ჩვენ განახლებულ ზამთრის ფრენების განრიგსა და ლონდონის მიმართულებით ყოველდღიურ, პირდაპირ რეისებს ვთავაზობთ“- განაცხადა კომერციულმა მენეჯერმა პაოლო დე რენზისიმ.
„ბირითიშ ეარვეისის“ ბილეთის ორივე გზის ფასი ეკონომ კლასზე- 428 ევროდან, ხოლო ბიზნეს კლასზე -1214 ევროდან იწყება.

















