საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დელეგაცია საფრანგეთში, კანში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში "MIPIM 2012" მონაწილეობს.
ღონისძიებაზე საქართველოს საკუთარი სტენდი აქვს.
სტენდზე წარმოდგენილია უძრავი ქონების სფეროში არსებული საინვესტიციო შეთავაზებები და საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ ინფორმაცია.
დამთვალიერებლებს შეუძლიათ ანაკლიის, მესტიის, წყალტუბოსა და თბილისის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნონ.
უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა "MIPIM" კანში ყოველწლიურად იმართება.

















