საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით,
რომელიც საქართველოს მთავრობისადმი „სატრანსპორტო კომპანიის“ მართვაში გადაცემის შეთავაზებით გამოიხატა, განცხადებას ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერის მიერ პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული განცხადებას, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებად აფასებს.
სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია, ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია. შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება.
დედაქალაქში ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა უკვე მე-5 დღეა გრძელდება.

















