ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავარი პრიორიტეტი ტარიფების საკითხის განხილვა იქნება და ამასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები ორშაბათიდან დაიწყება.
„ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა მერგო წილად. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული ეს ყველაფერი. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ყველამ ერთად ერთსულოვნად ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნის საქმე. მიგულეთ თქვენს მეგობრად, თუ იქნება პირადი პრობლემები, შეგიძლიათ მომმართოთ, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით და ხელს გაგიმართავთ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება და ეს იქნება მომავალში კატეგორიული მოთხოვნა, პატიოსნად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს“ - მიმართა კალაძემ თანამშრომლებს და დასძინა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურ მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება.

















