„საქართველოს რკინიგზა“ სტაბილურად და გამართულად მუშაობს როგორც სატვირთო გადაზიდვების, ასევე სამგზავრო გადაყვანების მხრივ. ამის
შესახებ „ნიუსპრესს“ რკინიგზაში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გუშინ, სატვირთო გადაზიდვის კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გადაიზიდა 70 000 ტონა ტვირთი (ნავთობი, ნავთობპროდუქტები, მშრალი ტვირთი, ასევე, სტაბილურად ხდება სატრანზიტო ტვირთების მოძრაობა.
სამგზავრო გადაყვანები არ შეფერხებულა, არ დაფიქსირებულა არც ერთი დაგვიანება.
ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, რკინიგზის თანამშრომლები აქციებს უკვე რამდენიმე დღეა მართავენ. მათ გუშინ სიმბოლურად მცირე დროით გაფიცვაც მოაწყვეს.

















