ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგი" კომპანია "სოკარის" საწვავის ხარისხობრივი შემოწმების შედეგებს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ "სოკარის" მიერ საქართველოში იმპორტირებული საწვავი დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება.
"მონიტორინგი" "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივ შემოწმებასა და სერტიფიცირებას ისევ გააგრძელებს.

















