საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის დაწინაურებას მისი მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს უკავშირებს.  
ახალ რეიტინგთან დაკავშირებით კომენტარი სააკაშვილმა დუბაიში გააკეთა, სადაც მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მიიღო მონაწილოება. 
პრეზიდენტის თქმით, გუშინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის რეიტინგი, რომელშიც ბიზნესის კეთების სიმარტვით გამორჩეული ქვეყნებია შესული. 
მისი განმარტებით, საქართველომ, რომელიც გასულ წელს აღნიშნულ რეიტინგში 16-ე ადგილზე იყო, მე-9 პოზიციაზე გადმოინაცვლა. 
პრეზიდენტმა შედარებისთვის სხვა ქვეყნების რეიტინგებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ რუსეთი 112, ხოლო უკრაინა - 137 ადგილზეა. მისივე თქმით, პირველ ათეუში სინგაპური, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, აშშ,  დანია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა,  დიდი ბრიტანეთი,  საქართველო და ავსტრალია შედიან. ამასთან, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი და სხვები, საქართველოს ჩამორჩებიან. 
„რა თქმა უნდა, მე ბრმა არ ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ქვეყნებთან ახლოსაც ვერ მივალთ, მაგრამ არსებობს ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის ორი გზა - ერთია ნავთობი და გაზი, მეორე კი, ბიზნესის კეთების გაადგვილება, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. სწორედ ამ გზაზე დადგა საქართველო“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ თუ ეს გზა გაგრძელდება, საქართველოს განვითარებულ ქვეყნებს ძალიან სწრაფად დაეწევა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












