საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.6557 ნიშნულზე გამყარდა. წინა ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 1.6564 ლარი ღირდა. 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალიდან ძალაში შევა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.6557 ლარი. 
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.1526 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი ფასი 2.1654 ლარია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












