ფოთის ნავსადგურის თანამშრომლები დღეს პროფკავშირს შექმნიან. როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს პროფესიული კავშირების
გაერთიანებიდან აცნობეს, დღეს პროფკავშირის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება.
პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დღესვე, ფოთის ნავსადგურის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობას აირჩევენ. ასევე, ჩამოყალიბდება მოთხოვნები, რომელიც ფოთის ნავსადგურის ადმინისტრაციას ოფიციალურად წარედგინება.
როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, ნავსადგურის თანამშრომლებს პროფკავშირის შექმნას ადმინისტრაცია წლების განმავლობაში არ აძლევდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












