ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში, ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“ სს „საქჰიდრომშენში“
კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს.
როგორც კახა კალაძის განცხადებაშია აღნიშნული, „საქჰიდრომშენის“ აქციათა 45% „კალა კაპიტალს“ ეკუთვნის, რომლის მფობელიც თვითონაა.
განცხადების თანახმად, „საქჰიდრომშენი“ სხვა პროექტებთან ერთად, ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც ახორციელებს.
„ამდენად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში „კალა კაპიტალი“ „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს“ - ნათქვამია მის განცხადებაში.
რაც შეეხება ბიზნეს-საქმიანობას, რომელიც ენერგეტიკულ სექტორს არ უკავშირდება, კალაძის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება.
კალაძის განცხადებით, მისი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც კანონის პატივისცემას დაეფუძნება.

















