ირაკლი ეზუგბაიამ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის თაობაზე რკინიგზის სამეთვალყურეო   
საბჭოს მიმართა. საბჭომ მისი განცხადება დააკმაყოფილა.
ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზამ“ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც დირექტორთა საბჭოს ფორმატში იმართებოდა. 
„შესაბამისად, მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა საკითხსა და ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო“ - აცხადებს ეზუგბაია. 
ის მადლობას უხდის რკინიგზის ყველა თანამშრომელს და სთხოვს ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ და შეასრულონ თავისი მოვალეობები მშვიდად, რათა კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას ზიანი არ მიადგეს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












