საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა. როგორც "ნიუსპრესს" მწვანილით მოვაჭრეებმა განუცხადეს, ფასის მატების მიზეზი უამინდობაა.
მათი განცხადებით, ადრე მწვანილი თბილისში ძირითადად გარდაბნიდან და მარნეულიდან შემოჰქონდათ, მაგრამ უამინდობის გამო მწვანილი მოიყინა და ბაზარს საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება.
დღესდღეობით, ბაზარი მწვანილით ქუთაისიდან და ირანიდან მარაგდება და ის გაცილებით ძვირია.
მოვაჭრეების თქმით, 1 კგ ოხრახუშის ფასი -18 ლარი, ქინძის -15 ლარი, კამის კი -12 ლარია.

















