საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს "ღია კარის" დღე გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების წევრებმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარეს.
კომისიაში გამართული "ღია კარის" დღის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს ახალ ანტიმონოპოლიურ სამსახურსა და სექტორულ მარეგულირებელს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების საკთხები განუმარტეს.
სემინარზე მობილური და ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფების გამოთვლა–დაწესების და სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის შესახებაც ისაუბრეს.

















