აშხაბადში სარკინიგზო ადმინისტრაციების საბჭოს მორიგი სხდომა 16 ოქტომბერს გაიმართება. „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში
შედიან დსთ-ს ქვეყნების, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, საქართველოს, ბულგარეთისა და ფინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.
საბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საერთო სავაგონო პარკის მართვის საკითხი განიხილება, რომელიც მნიშვნელოვანია სამხრეთ-კავკასიური სატრანზიტო მარშრუტის სამომავლო ორგანიზებისთვის.
საბჭოს სხდომის დაწყებამდე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია სატრანზიტო მარშრუტის წევრი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციებთან შეხვედრებს აწარმოებს.
საბჭოს სხდომა 17 ოქტომბერს დასრულდება.

















