საქართველოში ურანის გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უარყოფს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში, ქალაქ რუსთავთან ახლოს, დაბალი მონაცემების ურანის გამამდიდრებელი ქარხანის მშენებლობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ურანის გამდიდრებაშია ჩართული, აბსურდულია. ვიღაცამ კარგად იხუმრა. პრაქტიკულად, ჩვენ ენერგეტიკული და ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი ფლაგმანი ქვეყანა ვართ როგორც აშშ-სთვის, ისე სააგენტო USAID-სთვის. ამის დემონსტრირება წლის ბოლოს დაგეგმილ ბირთვული ენერგეტიკის სამიტზე მოხდება", - განაცხადა ვალიშვილმა.

















