ბანკ „რესპუბლიკას“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესისთვის რენესანსის და აყვავების პერიოდი დგება.
ამის შესახებ მან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია საგადასახადო რეგულირების კუთხით ბიზნესისთვის შეღავათების დაწესება.
„ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით შეღავათიან პირობებს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის, რადგან ჩვენი პრიორიტეტი მთა და სოფელია. გვსურს, რომ მთაში, სასაზღვრო რეგიონებში მოსახლეობა დაბრუნდეს “ -აღნიშნა პაპაშვილმა.
შეხვედრაზე ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა აქტუალურ თემებზე საუბრობენ.

















