ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში საწვავის ფასი ნავთობის საერთაშორისო
ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა, სახელმწიფოს ფასის რეგულირების კუთხით გარკვეული ბერკეტი გააჩნია. ამის შესახებ მთვარალაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და არა მწარმოებელი ქვეყანა ვართ, თუმცა, ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გარკვეული ბერკეტები გაააჩნია“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს საგადასახადო კანონმდებლობას უკავშირდება. იგი მიიჩნევს, რომ თუ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს საგადასახადო ხარჯები შეუმცირდებათ, გამორიცხული არ არის, რომ საწვავის ფასმა იკლოს.

















