ლარსიჰესის მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განუცხადეს.
ლარსიჰესს შპს "ენერგია" ააშენებს. შპს "ენერგია" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. მისი სიმძლავრე 20 მეგავატი იქნება.

















