კომპანია „სილქნეტი“ მომხმარებელს უსადენო სახლის ტელეფონის ხელმისაწვდომ ფასად შეძენას სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, სერვისცენტრებში თბილისსა და რეგიონებში ქსელში ჩართული აპარატის (WP836; WP836B; WP822; HC-FC260; Huawei ETS 2208; WP832; WP228; WP822N) შეძენა შესაძლებელია 15 ლარად, ხოლო მოდელი WP850 – 25 ლარად.
მომსახურების გასააქტიურებლად აუცილებელი არ არის ანგარიშის შევსება.
უსადენო ტელეფონით სარგებლობა და მისი გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. აბონენტებისთვის მოქმედებს 3 სხვადასხვა პაკეტი სააბონენტო გადასახადით, ასევე, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მომსახურება სააბონენტოს გარეშე.
უსადენო ქსელის აპარატებს გააჩნიათ sms სერვისის ფუნქცია და ინტერნეტის (1X) გააქტიურების შესაძლებლობა.

















