საქართველოში ინფლაციის დონემ მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით,0,8 % შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები1,9 %-ით გაიზარდა. ჯგუფში ფასების 5,9 %-იანი მატება დაფიქსირდა ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, კარტოფილსა და სხვა ბოლქვოვანებზე; ხოლო ხილი და ყურძენი 10,7 %-ით ; რძე, ყველი და კვერცხი 5,9-ით გაძვირდა.
აღნიშნულ პერიოდში ფასების 1,5 %-იანი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფზეც დაფიქსირდა. მაგალითად, 2,4 %-ით გაძვირდა საწვავ-საპოხი მასალები, ხოლო სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტზე ფასი 5,2%-ით გაიზარდა.
ფასები 1,7%-ით შემცირდა განათლების ჯგუფზე. უმაღლესი განათლების საფასურმა 3,1 %-ით იკლო.

















