არასამთავრობო ორგანიზიაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა" ხვალ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
საუბარი მედიასთან შეხვედრაზე ქვეყანაში ჰოსპიტალური რეფორმის მიმდინარეობას შეეხება.
როგორც "ნიუსპრესს" "აფბა"-დან აცნობეს, ასოციაცია საზოგადოებას ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლიზებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინფორმაციას მიაწვდის.

















