"ქეი-ეს-ბი ბანკი" ახალ აქციას იწყებს.
როგორც "ნიუსპრესს" ბანკიდან აცნობეს, 22 აპრილის ჩათვლით, მომხმარებლებს "საჩუქრების
10 თვის" აქციის ფარგლებში ახალი შეთავაზებების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ყველა მომხმარებელი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში გააგზავნის ან მიიღებს ფულად გზავნილს არანაკლებ 1 500 ლარს/ევროს/აშშ დოლარის ოდენობით, დასაჩუქრდება. საჩუქრების ჩამონათვალში ბრენდირებული ჭიქა და გასაღების საკიდია.

















