ელექტროენერგიაზე საქართველოში არსებული ტარიფი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა განუცხადა.
"ლეიბორისტული პარტიის" მხრიდან დღეს გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. 2002 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ კომისიის დადგენილება გააუქმა, რომლის საფუძველზეც კომიასიას ახალი ტარიფის მიღება დაევალა. 2003 და 2006 წლებში კომისიამ ტარიფი მიიღო, რომელიც კანონით დადაგენილ გათვლებს შეესაბამება". - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
"ლეიბორისტული პარტია" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფის შემცირებას სთხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტული პარტიის" იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, საქართველოში დენზე და წყალზე დადგენილი სამომხმარებლო ტარიფები საკმაოდ მაღალია და ის რეალურ საფასურს არ შეესაბამება.

















