„საქართველოს ბანკმა“ თბილისში ახალი Express სერვისცენტრი გახსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, ახალი სერვისცენტრი ტაშკენტის ქ.#27–ში განთავსდა.
„საქართველოს ბანკის“ Express სერვისცენტრები მომხმარებელს 9:00 საათიდან 21:00 საათამდე, ასევე, შაბათ–კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ემსახურებიან. Express სერვისცენტრებში მოწყობილია 24 საათიანი თვითმომსახურების ზონაც, სადაც განთავსებულია - ინტერნეტბანკი, ბანკომატი და Express Pay თვითმომსახურების ტერმინალი.
ამ დროისთვის საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრების ქსელი 34 ფილიალს ითვლის.

















