„ლიბერთი ბანკის“ ბანკომატებით სარგებლობა უკვე შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
ამის შესახებ განცხადება „ფეისბუქზე“ „ლიბერთი ბანკის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, ბანკის სერვისცენტრები ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.
„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისს დაახლოებით 18:00 საათზე ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა, ის, სავარუდოდ, ბოლო სართულიდან გავრცელდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ცეცხლის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდირება დაახლოებით 20 წუთში მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის გამო, საღამოს საათებში „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატები და პოსტ-ტერმინალები არ მუშაობდა.

















