"ბახვის ჰესების კასკადის" საინვესტიციო ღირებულება სავარაუდოდ, 88 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" შპს " Georgia Hydro Power"-ის დირექტორმა შამილ ბირკაძემ განუცხადა.
მისი თქმით, "ბახვი 3"-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტში 12 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ამ ეტაპზე, "ბახვი 2"-თან მისასვლელი გზა შენდება, ხოლო ჰესის მშენებელობა მისი პროექტირების შემდეგ დაიწყება და 2013 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 32 მლნ აშშ დოლარია.
სავარაუდოდ, "ბახვი 1"-ის მშენებლობა 40 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, "ბახვი 5"-ის კი - 5 მლნ აშშ დოლარი.
გურიაში მდინარე ბახვისწყალზე, ჰესების კასკადი შენდება- სულ დაგეგმილია 4 ჰესის აშენება.

















