„საქართველოს ბანკი“ ექსპრეს სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას განაგრძობს.
ბანკის ინფორმაციით, ულტრათანამედროვე დიზაინის ექსპრეს სერვისცენტრები მომხმარებელს ყველაზე მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ.
აღნიშნული სერვისცენტრები მომხმარებელს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, ასევე, შაბათ–კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ემსახურებიან.
ექსპრეს სერვისცენტრებში მოწყობილია 24 საათიანი თვითმომსახურების ზონაც, სადაც ინტერნეტბანკი, ბანკომატი და ექსპრეს გადახდის თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული.

















