საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 5-9 მარტის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით, შვედი სტატისტიკოსები სტუმრობენ.
"საქსტატის" ინფორმაციით, შვედი ექსპეტები ერთი კვირის განმავლობაში, ეროვნული ანგარიშების სტატისტიკის სამმართველოში იმუშავებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეთოდოლოგიური საკითხების განხილვა.
"საქსტატსა" და შვედეთის სტატისტიკას შორის სამწლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა "საქსტატს" ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

















