მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან
22.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.2 ათასი ტონით (46%), ხოლო ღირებულება - 7.2 მლნ აშშ დოლარით (53%) გაიზარდა.
ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთსა (14 726 ტონა) და სომხეთში (6 902 ტონა), ასევე, უკრაინაში (592 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).