logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის, იმიტომ, რომ დაკეტვებს და შეზღუდვებს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის, იმიტომ, რომ დაკეტვებს და შეზღუდვებს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს
14:52 02.08.2021
ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, აცრა დროულად ჩაიტარონ.

„ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. 2 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში. აქედან გმომდინარე, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ დროულად ჩავიტაროთ აცრა. ჩვენ მაქსიმალურად გავაფართოვეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩვენ გვინდა ეტაპობრივად უნდა ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაციაა საჭირო, უფრო მეტი კომუნიკაცია, უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც წინა კვირას ვთქვი - ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ვიღაც დეზინფორმატორებს, რომლებიც ავრცელებენ ათას სიყალბეს და ყალბ ამბებს.

ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთის მხრი, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს. ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. მართლაც უპრეცედენტო ზრდაა ჩვენს ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ის, რომ ჩვენ ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა მოვახერხეთ, არის ძალიან კარგი და სასიარულო ამბავი. ამ ყველაფერს სჭირდება სწორად გამოყენება, სწორი ახსნა მოსახლეობასთან. ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა