logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შემოსავლების სამსახური: კონტროლის ღონისძიებების შესახებ გადამხდელთათვის შეტყობინების გაგზავნა ერთდროულად, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე განხორციელდა
შემოსავლების სამსახური: კონტროლის ღონისძიებების შესახებ გადამხდელთათვის შეტყობინების გაგზავნა ერთდროულად, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე განხორციელდა
18:34 28.07.2021
კონტროლის ღონისძიებების შესახებ, გადამხდელთათვის შეტყობინების გაგზავნა განხორციელდა ერთდროულად, ყველა კომპანიისთვის, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე - ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა გააკეთა. მან ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანიების მომსახურე სარეკლამო სააგენტოების გეგმიური საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები განმარტა.

ზაზა თაბაგარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური არ შესულა ტელეკომპანია ,,მთავარ არხში“ და არ განუხორციელებია საგადასახადო შემოწმება.

კამერალური საგადასახადო შემოწმება, სხვა სარეკლამო კომპანიებთან ერთად ხორციელდება, იმ სარეკლამო სააგენტოშიც, რომელიც ,,მთავარი არხის“ გარდა მომსახურებას უწევს სხვა მეწარმე სუბიექტებს. მისი თქმით, პრევენციის მიზნით, აღნიშნულ კომპანიასთან მხოლოდ დისტანციური კომუნიკაცია განხორციელდა.

,,შემოსავლების სამსახურის მიერ,მუდმივად ხორციელდება გადასახადების ეფექტური ადმინისტრირების სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის გადასახადის გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმებები, რომლებიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისათვის გადამხდელთა შერჩევის ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემას.

აღნიშნული სისტემა შემოსავლების სამსახურში აპრობირებულია უკვე დიდი ხნის განმავლობაში და მის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ უწყების პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ამ ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.ეს ქმედებები შემოსავლების სამსახურში წარმოადგენენ ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურებს, რომლებიც ხორციელდება რუტინულადდა თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე, ამაში არანაირი სიახლე არ არის“,- აღნიშნა ზაზა თაბაგარმა.

მისი, განცხადებით, ზემოაღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის სარეკლამო სააგენტოებიც.

,,დამატებით კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, დასახელებული სატელევიზიო კომპანიების მომსახურე სარეკლამო სააგენტოებთანაც მიმდინარეობს იგივე სახის კონტროლის პროცედურა. აღნიშნული პროცედურები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და გადამხდელთათვის შეტყობინება გაიგზავნა, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე“,- განაცხადა ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ თავად დაგეგმილი საგადასახადო კონტროლის ღონისძიება წარმოადგენს სტანდარტულ პროცედურას, რომელიც გულისხმობს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას.
"აქვე, განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან, მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ მოითხოვს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გასვლას ან რაიმე სახის ქმედების განხორციელებას და მითუმეტეს საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას" - აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა